Прокат автомобиля дешево. Как заказать Трансферы по Крыму Финансовый лизинг автомобилей Прокат автомобилей в Грузии

მთავარი ლიონ ავტომანქანის გაქირავება

ლიონი გახლავთ სტაბილური კომპანია, რომელიც გთავაზობთ მანქანის გაქირავების მომსახურებას მანქანის გაქირავება უკრაინაში, მანქანის გაქირავება ყირიმში, მანქანის გაქირავება ჩეხეთში-პრაღაში, მანქანის გაქირავებას არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, მანქანის გაქირავება საქართველოში. ჩვენი სერვისი - მანქანის ქირაობა, ხელმისაწვდომია ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების სიიდან. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის და მოხარულნი ვიქნებით შემოგთავაზოთ ავტომანქანის გაქირავება თქვენთვის სასურველ ქალაქში.

დღევანდელ დღეს, სწრაფად განვითარებადი ინფორმაციული ტექნოლოგიების, მუდმივი მოძრაობისა და დასაქმების პირობებში, პრაქტიკულად ყველა ერთხელ მაინც აღმოჩენილა მანქანის დაქირავების აუცილებლობის წინაშე.

ავტომანქანის დაქირავების მომსახურებას, ადამიანები მიმართავენ სხვადასხვა სიტუაციებში, საქმიანი, და ტურისტული მოგზაურობისას. როდესაც საკუთარი ავტომანქანა მწყობრიდან გამოვიდა, უბრალოდ ახალი მარკის ავტომანქანის გამოსაცდელად ან ქორწილის აღსანიშნავად და სხვ.

კომპანია ლიონმა მუშაობა დაიწყო 2010წელს, გავხსენით ოფისები და წარმომადგენლობები უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში, გვაქვს წარმომადგენლობა საქართველოში, ჩეხეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და რუსეთში. ჩვენ არ ვართ შუამავალი კომპანია, რაც გულისხმობს იმას, რომ გაგვაჩნია საკუთარი ავტოპარკი, საკუთარი ავტომანქანები, პერსონალი და ოფისები, ყველა ქვეყანასა და რეგიონში.

„ლიონ ავტოგაქირავება“ წარმოადგენს კონკურენტუნარიან კომპანიას სხვა საერთაშორისო ბრენდებთან შედარებით. იგი გამოირჩევა ინოვაციურობით, მომსახურების მაღალი დონითა და ხელმისაწვდომი ფასებით. დაფუძნების პირველივე დღიდან ჩვენი მთავარი მიზანი წარმოადგენდა თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მომსახურების მაღალი დონე, შემოგვეთავაზებინა ახალი, ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული ავტომანქანები, ფასები ყოფილიყო მინიმალური. ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური შემოთავაზებები გაქირავებასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფდა დაკმაყოფილებულიყო მომხმარებლის სურვილი, მიიღოს მაღალი დონის მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.

დღეის მდგომარეობით კომპანიის ავტოპარკი ითვლის 1000ამდე ავტომობილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გახსნილი ვართ დიალოგისათვის და ნებისმიერი შემხვედრი წინადადებისათვის

ჩვენს კლიენტებს წარმოადგენენ როგორც ტურისტები და არტისტები, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ასევე მსხვილი სამეწარმეო და სადაზღვევო კომპანიები, საბანკო ჯგუფები.

ჩვენი საკონტაქტო ქსელები განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნებში, ოპერატორები რომლებიც იღებენ თქვენს ზარებს, მზად არიან გაგიწიონ მომსახურება 8 ენაზე. თქვენი მოთხოვნის და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ან შემოგთავაზოთ საიტზე მოცემული პირობებისაგან განსხვავებული შემოთავაზება, მაგალითისათვის განსხვავებული მარკის ავტომობილები, ან გადახდის ტიპი (ელექტრონული ფული, ბარათი, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება). თქვენი კომფორტისა და ხარჯების მინიმალიზაციისთვის თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ლოკალური ზარები, ანუ თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით შეგიძლიათ მიმართოთ ლოკალურ ოპერატორს რათა მოითხოვოთ მომსახურება ჩვენს ოფისში ქვეყნის საზღვრებს გარეთ .მაგალითად, პრაღაში მანქანის დასაქირავებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოპერატორს იქ სადაც იმყოფებით, საქართველოში ან უკრაინაში.

ქსელის წყალობით, რომელიც მოიცავს მრავალ წარმომადგენლობასა და ოფისს, თქვენ შეგიძლიათ არ გადაცვალოთ ფული უცხოურ ვალუტაში და გადაიხადოთ ავტომობილის გაქირავების საფასური თქვენს ქვეყანაში. მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ გაემგზავროთ მოსკოვიდან არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. ამისათვის თქვენ რუბლი უნდა გადაცვალოთ ამერიკულ დოლარში ხოლო შემდგომ ამერიკული დოლარიდან არაბულ დირხამში. არსებობს უფრო იოლი გზა გაქირავებისა და გირაოს გადახდისა. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ რუსეთში, რუბლებში გადაიხადოთ ზემოთ აღნიშნული გადასახადები. თუ თქვენ წახვალთ ემირატებში რუსული რუბლით იქ არავინ გადაგიცვლით მას ადგილობრივ ვალუტაში, არც ჩვენი ოფისი, ხოლო თქვენს ადგილობრივ ოფისში თქვენივე ვალუტაში მომსახურების საფასურის გადახდა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

მანქანის გაქირავების ზოგიერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი წესები ყველა მითითებული ქვეყნისა და რეგიონისათვის

ჩვენი მომსახურების მისაღებათ, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს: იყოთ 23 წელს მიღწეული, გაგაჩნდეთ 3 წლიანი მანქანის ტარების სტაჟი მანქანის კლასის და მიხედვით, დატოვოთ სადაზღვევო დეპოზიტი რომელიც სადაზღვევო შემთხვევებისას წარმოადგენს ფრანჩაიზს და დაკავებულ იქნება მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად. ავტომანქანის დასაქირავებლად საჭიროა წარადგინოთ პასპორტი და მართვის მოწმობა. უცხოელთა მართვის მოწმობა უნდა აკმაყოფილებდეს გაერთიანებული ერების კონვენციას „საგზაო მოძრაობის “ შესახებ, ან უნდა წარმოადგენდეს მოცემული ქვეყნის Bკატეგორიის მართვის მოწმობას.(თუ მოცემული პირობები არაა დაცული საჭიროა წარადგინოთ დამატებით საერთაშორისო მართვის მოწმობა) სრული პირობები ავტომანქანის გაქირავებისა კონკრეტული ქვეყნებისათვის მოცემულია შესაბამის ვებგვერდებზე თითოეული ქვეყნისათვის.

გადახდის ფორმა შემოთავაზებულ მომსახურებებზე: გადახდა წარმოებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო ბარათებით ნაციონალურ ვალუტაში იმ ქვეყნის, სადაც გსურთ ავტომანქანის ქირაობა. უკრაინისათვის გრივნა და საქართველოსათვის ლარი და ა.შ.