ავტომობილების გაქირავება „ლიონ ავტოგაქირავება“

ლიონი გთავაზობთ ავტოგაქირავების სერვისს უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენი ავტოგაქირავების სერვისი უკვე ხელმისაწვდომია კიევში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, ბერდიანსკეში, დონეცკში, მარიუპოლში, მალიტოპოლში, გორლოვკაში, ნიკოპოლსა და კრივოი როგში, ლუგანსკში, ოდესაში, ლვოვში, ყირიმში (სიმპეროფოლი, იალტა, სევასტოპოლი), ივანო–ფრანკოვსკში, ტერნოპილსა და ხარკოვში. ყველა ზემოხსენებულ ქალაქში ჩვენ მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ავტოგაქირავების ჩვენი სერვისი.

მომხმარებელთა დიდი ნაწილი ვერ ხვდება, თუ რისთვის არის საჭირო ავტომობილის დაქირავება და რაში მდგომარეობს სერვისის აზრი და სარგებელი, ხოლო ის, ვინც ერთხელ მაინც გაუგებს გემოს – არასოდეს იტყვის მასზე უარს. ავტოგაქირავება უკრაინაში დაგეხმარებათ გადაადგილების პრობლემის მოგვარებაში, მოგანიჭებთ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იმ ტრანსპორტისაგან, რომელზედაც დამოკიდებული ხართ.

ავტო ქირაობა უკრაინაში

გვხვდება უამრავი რეკლამა ავტოგაქირავების შესახებ სხვადასხვა ქალაქებში. მომხმარებელთა მხრიდან კი ყოველთვის ისმის კითხვა : როგორ ავირჩიოთ ავტოგაქირავების სერვისი ზუსტად, რათა არ შევცდეთ და არ მოხდეს ავტოქირავნობისათვის ზედმეტი თანხის გაღება და იმავდროულად არ ავირჩიოთ ცუდი ავტომობილი.

ყველა ზემოთმოყვანილ კითხვებთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ. საყურადსაღებოა, რომ „ლიონ“ გთავაზობთ არა მხოლოდ ავტომობილის გაქირავებას, არამედ ავტომობილის სწორად შერჩევისათვის კონსულტაციას, რაც დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტსა და ავტომობილის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებზე. ზოგიერთი ვერ ხვდება რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ავტოგაქირავება და ავტოდაქირავება, ხშირად ეკითხებიან ჩვენს თანამშრომლებს – რაშია განსახვავება? ყველაფერი გაცილებით მარტივადაა: ავტოგაქირავება და ავტოდაქირავება სინონიმებია, არაფერი მათში განსხვავებული არ არის, ერთადერთი განსხვავება შესაძლოა ითქვას ისაა, რომ სიტყვა ავტოგაქირავებაში იგულისხმება ავტოგაქირავების კლასიკური მომსახურება – ე.ი. ავტომობილის დაქირავება მძროლის გარეშე, ხოლო ავტოდაქირავება გულისხმობს ავტომობილის მძღოლთან ერთად დაქირავებას.

ჩვენს კომპანიაში ყოველთვის მზადყოფნაა შემოთავასებული იქნას სხვადასხვა პროგრამები და ბონუსები ავტომობილის ქირავნობის დროს არჩევანის შემსუბუქებისათვის, ყველაზე იაფი ვარიანტის შერჩევისათვის და ფულადი სახსრების ეკონომიისათვის. უფრო დეტალური კონსულტაციის მისაღებად მოგიწოდებთ დაგვირეკოთ ან დაგვიტოვოთ მოთხოვნა თქვენთან დასაკავშირებლად საიტზე და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

ძირითადი წესები ავტომობილის დაქირავებისათვის

ავტომობილის დაქირავებისათვის აუცილებელია მიღწეული იყოთ 23 წლის ასაკს და გაგაჩნდეთ ავტომობილის მართვის 3 წლიანი გამოცდილება. თითოეული ავტომობილისათვის, რომელიც დამოკიდებულია მის კლასზე, საჭიროა გარკვეული თანხის დაზღვევის მიზნით დატოვება, რომელიც დაზღვევით გათვალისწინებულ შემთხვევისას გამოყენებული იქნება ფრანშიზის სახით და დაკავდება ზარალის ასანაზღაურებლად. ავტომობილის დასაქირავებლად საჭიროა წარმოადგინოთ პასპორტი, მართვის მოწმობა, INN კოდი. უცხოელებს, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ავტომობილის დაქირავება დამატებითი გადასახადების გარეშე. ყველა მართვის მოწმობა უნდა პასუხობდეს გაეროს კონვენციის „საგზაო მოძრაობის“ შესახებ ან მართვის მოწმობის ნაციონალურ მოთხოვნებს. აღსანიშნავია ასევე, რომ დამატებით აუცილებელია წარმოადგინოთ საერთაშორისო მოწმობა. წესები სრულად: ავტომობილის დაქირავებისათვის

კიევსა და უკრაინაში გადახდის საშუალება შესაძლოა იყოს როგორც ნაღდი ანგარიშსწორება, ასევე საბანკო გადარიცხვა ბარათის მეშვეობით (უკრაინის ნაციონალურ ვალუტაში).

ავტომობილის შეკვეთისათვის საჭიროა შეავსოთ შეკვეთის on-line ფორმა ჩვენსავე საიტზე.

ავტომობილის გაქირავება სხვა ქალაქებში

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ავტომობილების გაქირავებას უკრაინაში. ჩვენი წარმომადგენლობა არის თითქმის ყველა რეგიონის ცენტრში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ვუზრუნველყოთ ავტომობილის არა მხოლოდ მითითებული რეგიონის ცენტრში, არამედ უკრაინის სხვა ქალაქებში მიწოდება.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ავტომანქანის დაქირავების სერვისით სხვა ქალაქებში დაგვიკავშირდეთ და ჩვენ მოგაწოდებთ ავტომანქანას სასურველ ქალაქში.

კომპანია "ლიონ ავტოგაქირავება"–სთან დასაკავშირებლად დაგვირეკეთ (+38) 067-780-86-99 ან მოგვწერეთ.